სიტყვის ბომბის წესები
დაწერე სიტყვა მოცემული ასოებით, სანამ ბომბი აფეთქდება. 2–12 მოთამაშე; ქართულად, ინგლისურად ან რუსულად.
შესავალი
სიტყვის ბომბი სწრაფი სიტყვების თამაშია. ბომბი მაგიდის გარშემო ხელიდან ხელში გადადის: ვისაც უჭირავს, უნდა დაწეროს სიტყვა ბომბზე დაწერილი ასოებით — სანამ ბომბი აფეთქდება.
მოთამაშეები
- 2-დან 12-მდე მოთამაშე; ცარიელ ადგილებს კომპიუტერიც შეავსებს.
- თამაში ჩვეულებრივ 3–10 წუთი გრძელდება.
- ოთახის ენას (ქართული, ინგლისური, რუსული) ოთახის შექმნისას ირჩევ.
სვლა
- ბომბზე 2–3 ასოა, მაგალითად „ქა“. დაწერე სიტყვა, სადაც ეს ასოები გვერდიგვერდ დგას: ქალაქი, მექანიკა…
- სიტყვა ლექსიკონში უნდა იყოს და ამ თამაშში ჯერ არავის უნდა ეთქვას.
- არასწორი ცდა არ ისჯება — სცადე კიდევ, სანამ დრო გაქვს. რას წერ, ყველა ხედავს.
- სწორი სიტყვის შემდეგ ბომბი ახალი ასოებით შემდეგ მოთამაშეზე გადადის.
სიცოცხლე და დრო
- ყველა 3 სიცოცხლით იწყებს (ოთახში 2-ის ან 4-ის დაყენებაც შეიძლება).
- თუ დრო ამოგეწურა, ბომბი ხელში გიფეთქდება და ერთ სიცოცხლეს კარგავ.
- ყოველი სწორი სიტყვის შემდეგ ჯერის დრო ცოტათი მოკლდება.
- ხუთი სწორი სიტყვა ზედიზედ დაკარგულ სიცოცხლეს გიბრუნებს.
პარამეტრები
- ასოების სირთულე: მარტივი, ჩვეულებრივი ან რთული ასოების წყობა.
- სისწრაფე: ნელი (20 წმ-დან), ჩვეულებრივი (15 წმ-დან) ან სწრაფი (10 წმ-დან).
შედეგი
იგებს ის, ვინც ბოლოს გადარჩება. დანარჩენების ადგილი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რამდენ ხანს გაძლო. თითოეულ ენას თავისი რეიტინგი აქვს.