ბურა
ბურა ონლაინ — ქართული კარტის კლასიკა. 2–4 მოთამაშე · პარტია: 10–30 წთ
ქართული ბურა — გაჭერი, გაატანე და 31 ქულაზე თქვი „ვარ“. ითამაშე უფასოდ ბრაუზერში — მეგობრებთან, სხვა მოთამაშეებთან ან კომპიუტერთან.
თამაშის შესახებ
ბურა — ქართველების საყვარელი კარტი. სამკარტა ერთი ერთზე, სადაც 31 ქულაზე „ვარ“-ს ამბობ, ან ხუთკარტა გუნდური თამაში ოთხზე. ჩამოდი ერთი ფერით, გაჭერი ან გაატანე, აწიე ფასი „დავით“ — და არ დაგავიწყდეს, რომ სამი კოზირი ბურაა.
წესები
მიზანი
- სამკარტა (1×1): შეაგროვე 31 ქულა და შენს სვლაზე თქვი „ვარ“. თუ 31 არ გაქვს — რაუნდს აგებ.
- ხუთკარტა (2×2, გუნდები): 120 ქულიდან გუნდმა 61 უნდა აიღოს. 60:60 — ფრე.
- პარტია 11 ქულამდე მიდის (ან 6 / 21).
კარტები
- ძალა: ტუზი > ათიანი > მეფე > ქალი > ვალეტი > 9 > 8 > 7 > 6.
- ქულები: ტუზი 11, ათიანი 10, მეფე 4, ქალი 3, ვალეტი 2.
- ბოლო გადაბრუნებული კარტის ფერი კოზირია; ის დასტის ბოლოს იღება.
სვლა
- ჩამოდი 1 კარტით ან რამდენიმეთი, ოღონდ ერთი ფერის. მთელი ხელი ერთი ფერით — მალუტკაა.
- მეტოქე იმდენივე კარტს დებს. თუ თითოეულს სჯობნის (იმავე ფერის უფრო მაღლით ან კოზირით) — ჭრის და ხელს იღებს.
- თუ ვერ ჭრის — კარტებს „გაატანს“ დაფარულად: მათ მხოლოდ მისი პატრონი ხედავს.
- ვინც ხელი წაიღო, პირველი ივსებს კარტს დასტიდან და მერე ჩამოდის.
ბურა და გამოძახებები
- სამი (ხუთკარტაში ხუთი) კოზირი ხელში — ბურაა: შენს სვლაზე რაუნდს მაშინვე იგებ.
- შენს სვლაზე შეგიძლია ფასი გაზარდო: დავი ×2, სე ×3, ჩარი ×4, ფანჯი ×5, შაში ×6.
- მეტოქე თანხმდება, ფასს კიდევ ზრდის ან ნებდება — თუ დანებდა, გამომძახებელი წინა ფასს იღებს.
ჯოკერი
კოზირი
UNO
პოკერი
ნარდი
დომინო
მაფია
კამათელი ტანკები