იტვირთება

KAMATELI

კამათელი ტანკების წესები

ტანკების ბრძოლა რეალურ დროში: რეჟიმები, ტანკები, ზიანი, ბრძოლაში დაბრუნება და მართვა კომპიუტერსა და ტელეფონზე.

შესავალი

„კამათელი ტანკები“ ტანკების ბრძოლაა რეალურ დროში, 12 მოთამაშემდე. მართე ტანკი, დაუმიზნე და გაანადგურე მეტოქეები. ცარიელ ადგილებს ბოტები ავსებენ — მათ სახელთან ყოველთვის „ბოტი“ წერია.

რეჟიმები

  • თავისუფალი ბრძოლა — ყველა ყველას წინააღმდეგ. იგებს ის, ვინც პირველი მიაღწევს განადგურებების ლიმიტს, ან ვინც დროის ამოწურვისას ლიდერობს.
  • გუნდური ბრძოლა — ორი თანაბარი გუნდი, ლურჯები და წითლები. ითვლება გუნდის განადგურებები. თანაგუნდელებს ზიანს ვერ მიაყენებ.

ბრძოლა 5, 8 ან 10 წუთი გრძელდება.

ტანკები

  • ფოცხვერი — მსუბუქი: ყველაზე სწრაფი და მოქნილი, მაგრამ სიცოცხლე ნაკლები აქვს.
  • ჯიხვი — საშუალო: სიჩქარე და გამძლეობა თანაბრად აქვს.
  • დომბა — მძიმე: ნელია, მაგრამ ყველაზე გამძლე და მძიმე — სხვა ტანკებს ადვილად მიაწვება და გზიდან ჩამოიშორებს.

ტანკს ბრძოლის დაწყებამდე ან განადგურების შემდეგ ირჩევ; არჩევანი შემდეგ გამოჩენაზე ამოქმედდება.

იარაღი

გრდემლი — ქვემეხი, რომელიც ერთ ჭურვს ისვრის, მერე კი გადატენვას ცოტა დრო სჭირდება (ამას სამიზნის ირგვლივ რგოლი აჩვენებს). ჭურვი ფრენისას ოდნავ ეშვება, ამიტომ შორს დამიზნებისას თამაში ლულას თავად აწევს. აფეთქება ახლოს მდგარ ტანკებსაც აზიანებს. თუ ჭურვი მყარ მიწას ან ჯავშანს ძალიან ირიბად მოხვდა, შეიძლება აისხლიტოს.

ზიანი და დაბრუნება

  • ყველა ტანკს სიცოცხლის ზოლი აქვს; შორ მანძილზე ზიანი ცოტათი მცირდება.
  • განადგურების შემდეგ 4 წამში ბრძოლაში ბრუნდები. რამდენიმე წამი დაცული ხარ — სანამ პირველად არ ისვრი.
  • თუ რუკიდან გადავარდი, ტანკს კარგავ, განადგურება კი იმას ჩაეთვლება, ვინც ბოლოს დაგარტყა.
  • დახმარება ჩაგეთვლება, თუ მეტოქეს სერიოზული ზიანი მიაყენე და ის მერე სხვამ გაანადგურა.

მართვა კომპიუტერზე

  • დააწკაპუნე ბრძოლის ველზე, რომ მაუსით დამიზნება შეძლო (Esc კურსორს გიბრუნებს).
  • WASD ან ისრები — მოძრაობა; მაუსი — დამიზნება; მარცხენა ღილაკი ან Space — სროლა.
  • Tab — ანგარიში; მაუსის ბორბალი — კამერის მანძილი.
  • კოშკურა სამიზნისკენ თავისი სიჩქარით ბრუნავს; პატარა ყვითელი რგოლი აჩვენებს, საით უმიზნებს ლულა ამ წამს.

მართვა ტელეფონზე

  • მარცხენა ჯოისტიკი — მოძრაობა: გადაწიე იქით, საითაც გინდა წასვლა (ან პარამეტრებში ჩართე მართვა „ტანკივით“).
  • მარჯვენა ჯოისტიკი — დამიზნება; ღილაკი — სროლა.
  • „დამიზნების დახმარება“ კამერას ახლოს მყოფი მეტოქისკენ ოდნავ აბრუნებს; შეგიძლია გამორთო.
  • „მთელ ეკრანზე“ ღილაკი ზედა კუთხეშია.

რჩევები

  • ისროლე მოძრაობაში: გაჩერებული ტანკი ადვილი სამიზნეა.
  • გამოიყენე შემაღლებები და თავშესაფრები — ზოგი ჭურვი კედლიდან ისხლიტება.

ივარჯიშე ბოტებთან, სანამ ცოცხალ მოთამაშეებს შეებრძოლები.

ტანკები ონლაინ (3D)