„ლელო“ — წესები
ქართული ხალხური ბურთის თამაში 3D-ში: ორი გუნდი, ერთი ტყავის ბურთი. 2–8 მოთამაშე, რეალურ დროში.
შესავალი
ლელო ბურთი ძველი ქართული ხალხური თამაშია: ორი სოფელი ერთ მძიმე ტყავის ბურთს ეჭიდებოდა და თითოეული ცდილობდა, ის თავის მხარეს გადაეტანა. KAMATELI-ზე ლელო 3D-შია და რეალურ დროში მიდის — ყველა თავისი ავატარით თამაშობს.
მოთამაშეები
- 2, 4, 6 ან 8 მოთამაშე, ორ თანაბარ გუნდად (ვარდისფერი და ცისფერი).
- ცარიელ ადგილებს კომპიუტერი ავსებს.
- მატჩი 3–5 წუთი გრძელდება.
მართვა
- კომპიუტერი: ისრიანი კლავიშები ან WASD — სირბილი, Space ან მაუსის დაწკაპუნება — წაქცევა / გადაცემა, Shift — ხტომა.
- ტელეფონი და პლანშეტი: ეკრანის მარცხენა ნაწილზე თითის გასმა — სირბილი; დიდი ღილაკი — წაქცევა, ბურთით ხელში — გადაცემა; პატარა ღილაკი — ხტომა.
- ეკრანზე „ზემოთ“ ყოველთვის ის მხარეა, საითაც შენი გუნდი უტევს.
წესები
- ბურთი მოედნის ცენტრში დევს; მატჩი 3-წამიანი ათვლით იწყება.
- ბურთის ასაღებად მასზე გადაირბინე. ბურთით ცოტა უფრო ნელა დარბიხარ.
- შეიტანე ბურთი მოედნის მეორე ბოლოში, შენი გუნდის ფერის ზონაში — ეს არის ლელო.
- წაქცევა: ბურთის გარეშე ღილაკზე დაჭერით წინ ხტები. თუ მოწინააღმდეგეს მისწვდები, ის წაიქცევა და, თუ ბურთი ეჭირა, დააგდებს. თუ ააცდინე, ადგომას ცოტა დრო სჭირდება.
- გადაცემა: ბურთით ხელში ღილაკი ბურთს იმ მხარეს მდგარ თანაგუნდელს აწვდის. მოწინააღმდეგეს ბურთის ჩაჭრა შეუძლია.
- ვინც ბურთი ახლახან მოიპოვა, ერთი წამით დაცულია წაქცევისგან — ირგვლივ ოქროსფერი რგოლი აქვს.
- ხტომით წაქცევას გადაახტები.
- მოთამაშეები ერთმანეთს ეჯახებიან; მოედანი შემოღობილია და ღობეს მიხეთქებული ბურთი უკან ბრუნდება.
შედეგი
- ყოველი ლელოს შემდეგ ბურთი ცენტრში ბრუნდება.
- იგებს გუნდი, რომელიც პირველი გაიტანს შვიდ ლელოს, ან რომელსაც ოთხი წუთის შემდეგ მეტი ლელო ექნება.
- თუ დროის ბოლოს ანგარიში თანაბარია, შემდეგი ლელო იგებს (ოქროს ლელო); თუ ერთ წუთში არავინ გაიტანს — ფრე.
- გუნდი ერთად იგებს და ერთად აგებს.
რჩევები
- წასაქცევად შორიდან ნუ ახტები — თუ ააცდინე, შენი გუნდი ცოტა ხნით ერთი კაცით ნაკლები რჩება.
- გარს შემოგერტყნენ? ბურთი თავისუფალ თანაგუნდელს გადაეცი.
- როცა ბურთი თანაგუნდელს უჭირავს, მის წინ მდგარ მოწინააღმდეგეს შეასკდი და გზა გაუხსენი.