იტვირთება

KAMATELI

„დახატე და გამოიცანი“ — წესები

ერთი ხატავს, დანარჩენები გამოიცნობენ. რაც უფრო სწრაფად გამოიცნობ, მით მეტ ქულას იღებ. 2–12 მოთამაშე.

შესავალი

„დახატე და გამოიცანი“ მხიარული თამაშია მეგობრებთან ერთად: მორიგი მხატვარი ხატავს, დანარჩენები კი ცდილობენ, სიტყვა რაც შეიძლება სწრაფად გამოიცნონ.

მოთამაშეები

  • 2-დან 12-მდე მოთამაშე. კომპიუტერი მხოლოდ გამოიცნობს — თავის ჯერზე ხატვას გამოტოვებს.
  • 3 რაუნდი (ან 2 / 4): ყოველ რაუნდში თითოეული ერთხელ ხატავს.

მხატვრის სვლა

  • სამი სიტყვიდან ერთი აირჩიე: მარტივი, საშუალო ან რთული (15 წამი გაქვს). თუ არ აირჩიე, მარტივ სიტყვას მიიღებ.
  • ხატვისთვის 80 წამი გაქვს (ოთახში 60–120 წამის დაყენება შეიძლება). გამოიყენე ფერები, სისქე, შევსება, საშლელი და „გაუქმება“.
  • ნახატზე ასოებს ნუ დაწერ — ეს სამართლიანი არ არის.
  • შეგიძლია ჯერი გამოტოვო („გამოტოვება“) ან ხატვას თავი დაანებო („დანებება“).

გამოცნობა

  • შენი ვარიანტი ქვედა ველში დაწერე. არასწორ პასუხებს ყველა ხედავს.
  • თუ ერთი ასოთი ცდები, მხოლოდ შენ დაინახავ: „ახლოს ხარ!“
  • სწორ პასუხს ვერავინ ხედავს — ჩანს მხოლოდ ის, რომ გამოიცანი.
  • დრო რომ იწურება, ასოები მინიშნებად ჩნდება (მინიშნებები შეიძლება გამოირთოს).
  • ვინც გამოიცნო, მხატვარს და სხვა გამომცნობებს ცალკე ჩატში ესაუბრება.

ქულები

  • გამოცნობისთვის: 200 ქულამდე; ქულას ამცირებს ყოველი მინიშნება და ყოველი მოთამაშე, ვინც შენზე ადრე გამოიცნო.
  • მხატვარი: 60 ქულა პირველი გამომცნობისთვის და 30 — ყოველი მომდევნოსთვის.
  • ბოლო რაუნდის შემდეგ იგებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ქულა აქვს.

დახატე და გამოიცანი ონლაინ