XP და მოთამაშის დონეები
XP (გამოცდილების ქულები) შენს პროგრესს აჩვენებს: რაც მეტს თამაშობ, მით მაღალია დონე. დონე ოსტატობას არ ზომავს — ამისთვის რეიტინგია — და არასოდეს მცირდება.
როგორ მივიღო XP
- მოგება — 30 XP;
- ფრე — 15 XP;
- წაგება — 10 XP;
- კომპიუტერთან — დაახლოებით ნახევარი: 15, 8 და 5 XP;
- მისიები — 15-დან 100 XP-მდე, მისიის მიხედვით.
XP მხოლოდ ბოლომდე ნათამაშებ პარტიაზე ირიცხება: თუ პარტიაში 4 სვლაზე ნაკლები გაკეთდა ან შენ დანებდი, გახვედი ან დრო სამჯერ ზედიზედ ამოგეწურა, XP არ დაგერიცხება. XP მაშინაც ირიცხება, როცა მონეტების დღიური ლიმიტი ამოწურული გაქვს.
რამდენი XP სჭირდება დონეს
ყოველი შემდეგი დონე წინაზე მეტ XP-ს მოითხოვს. ამჟამად N დონისთვის სულ საჭიროა 50 × N × (N − 1) XP:
- დონე 2 — 100 XP;
- დონე 3 — 300 XP;
- დონე 5 — 1 000 XP;
- დონე 10 — 4 500 XP;
- დონე 20 — 19 000 XP;
- დონე 30 — 43 500 XP.
დონის ჯილდოები
ყოველ ახალ დონეზე 100 მონეტას იღებ. ზოგი დონე დამატებით ჯილდოს იძლევა:
- დონე 5 — სულ 400 მონეტა;
- დონე 10 — 600 მონეტა და ჩემპიონის ჰუდი;
- დონე 15 — 800 მონეტა;
- დონე 20 — 1 100 მონეტა და ფონი სამეფო დარბაზი;
- დონე 30 — 2 100 მონეტა და გამარჯვების ეფექტი ოქროს გვირგვინი.
ჯილდოები ავტომატურად ირიცხება — არაფრის აღება არ გჭირდება. აქტუალურ სიას ნახავ გვერდზე მისიები, ბლოკში დონის ჯილდოები.
სად ჩანს დონე
- შენს პროფილზე და მოთამაშის ბარათზე მაგიდასთან (Lv.);
- ცხრილში დონეები გვერდზე რეიტინგი;
- ახალი დონის მიღწევისას შედეგების ფანჯარაში გამოჩნდება ახალი დონე, შეტყობინებებში კი მოგილოცავთ.