იტვირთება

KAMATELI

რეიტინგი, ცხრილები და სარეიტინგო პარტიები

რეიტინგი შენს ოსტატობას აჩვენებს კონკრეტულ თამაშში. ის მხოლოდ ცოცხალ მოთამაშეებთან სარეიტინგო პარტიებში იცვლება.

სისტემა

რეიტინგს Glicko-2 სისტემით ვითვლით — იმავე პრინციპით, რომელსაც ბევრი ონლაინ ჭადრაკის საიტი იყენებს. ყველა მოთამაშე 1500 ქულით იწყებს.

  • მოგებისას ქულებს იმატებ, წაგებისას კარგავ, ფრე კი რეიტინგს იმის მიხედვით ცვლის, ვინ იყო ფავორიტი;
  • ძლიერ მეტოქესთან მოგება მეტ ქულას გაძლევს, სუსტთან წაგება — მეტს გართმევს;
  • სისტემა ითვალისწინებს, რამდენად ზუსტად არის შენი დონე ცნობილი: ახალ მოთამაშეს რეიტინგი სწრაფად ეცვლება, მერე უფრო მშვიდად;
  • თუ დიდხანს არ გითამაშია, ეს სიზუსტე მცირდება და შემდეგ პარტიებში რეიტინგი ისევ უფრო სწრაფად იცვლება.

სამ- და მეტკაციან თამაშებში (მაგ. ჯოკერი, კოზირი, დომინო) შენი ადგილი თითოეულ მეტოქესთან ცალ-ცალკე შედარდება: ვინც შენზე დაბლა დასრულდა, მასთან „მოიგე“, ვინც მაღლა — „წააგე“.

ცალკე რეიტინგი ყოველ თამაშსა და ვარიანტში

  • ნარდი — მოკლე და გრძელი;
  • დომინო — ბაზარი, ბლოკი და ხუთიანები;
  • ჯოკერი — სტანდარტული და ცხრიანები;
  • კოზირი — მიმატებით და გადაცემით;
  • ჭადრაკი;
  • შაში — რუსული, საერთაშორისო და ინგლისური;
  • ბილიარდი;
  • ტიკ-ტაკ-ტო — 3×3 და 4×4.

როდის არის პარტია სარეიტინგო

ყველა პირობა უნდა სრულდებოდეს:

  • ოთახში ჩართულია სარეიტინგო (სწრაფ თამაშში ყოველთვის ჩართულია);
  • ყველა ადგილს ცოცხალი მოთამაშე იკავებს — კომპიუტერთან თამაში ყოველთვის ჩვეულებრივია;
  • ორკაციან თამაშში იმავე მეტოქესთან, იმავე თამაშში, ბოლო 24 საათში 6-ზე ნაკლები სარეიტინგო პარტია გაქვს ნათამაშები.

ოთახის ზედა ზოლში წერია სარეიტინგო ან ჩვეულებრივი. თუ ლიმიტის გამო პარტია ჩვეულებრივად ჩაითვალა, ამას შედეგების ფანჯარაში ნახავ.

დანებება, გასვლა და დროის ამოწურვა სარეიტინგო პარტიაში წაგებად ითვლება და რეიტინგს გიკლებს.

სარეიტინგო ცხრილები

გვერდზე რეიტინგი:

  • თამაშისა და ვარიანტის ცხრილი, პერიოდით ყველა დრო, მიმდინარე რეიტინგით ალაგებს. აქ მოსახვედრად მინიმუმ 3 სარეიტინგო პარტია გჭირდება — მანამდე რეიტინგი დროებითია;
  • კვირა და თვე ალაგებს ბოლო 7 ან 30 დღეში სარეიტინგო პარტიებში მოპოვებული ქულებით (თანაბრობისას — მოგებებით);
  • საერთო ითვლის სარეიტინგო მოგებებს ყველა თამაშში;
  • დონეები — მოთამაშეები XP-ის მიხედვით; ეს პროგრესია და არა ოსტატობა.

ცხრილი ტოპ 50 მოთამაშეს აჩვენებს. შენს ადგილს, რეიტინგს, სერიას და საუკეთესო სერიას ნახავ ბლოკში შენი ადგილი.

სად ვნახო ჩემი რეიტინგი

  • თამაშის გვერდზე, ჩანართში სტატისტიკა;
  • შენს პროფილზე, ბლოკში თამაშების მიხედვით;
  • სარეიტინგო პარტიის შემდეგ შედეგების ფანჯარაში — რამდენი ქულა მოიგე ან წააგე.

რეიტინგთან დაკავშირებული მიღწევები

  • შეჯიბრში — პირველი სარეიტინგო პარტია;
  • ცეცხლოვანი და შეუჩერებელი — 3 და 7 სარეიტინგო მოგება ზედიზედ;
  • მაღალი ლიგა — 1700 რეიტინგი რომელიმე თამაშში.

ტურნირები

ტურნირები KAMATELI-ზე ჯერ არ ტარდება — არც პრიზებია და არც განრიგი. ამ დროისთვის შეჯიბრი სარეიტინგო პარტიებსა და ცხრილებში მიმდინარეობს.