იტვირთება

KAMATELI

ნივთების ჩაცმა და დაფის სტილის ჩართვა

ნაყიდი ან უფასო ნივთი მაშინ გამოჩნდება, როცა მას ჩაიცვამ — ავატარის ნივთებს სტუდიაში, დაფის სტილს კი თამაშის გვერდზე.

ნივთის ჩაცმა მაღაზიიდან

ყიდვისთანავე, ქვითრის ფანჯარაში, დააჭირე ახლავე ჩაცმა — ნივთი შენს შენახულ ავატარზე მაშინვე აისახება. ადრე ნაყიდ ნივთზეც შეგიძლია დააჭირო მაღაზიაში და აირჩიო ახლავე ჩაცმა. თუ ნივთი უკვე გაცვია, ღილაკზე წერია ჩაცმულია.

ნივთის ჩაცმა ავატარის სტუდიაში

1. გახსენი ავატარი (ან პროფილზე ავატარის რედაქტირება).

2. აირჩიე კატეგორია — მაგალითად, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ემოციები ან ფონი.

3. დააჭირე ნივთს — ის პერსონაჟზე მაშინვე გამოჩნდება.

4. დააჭირე შენახვა.

ყოველ სლოტში ერთი ნივთი თავსდება: ზედა, შარვალი, ფეხსაცმელი, ვარცხნილობა, წვერ-ულვაში, ემოცია, გამარჯვების ეფექტი და ფონი. წვერის მოსაშორებლად აირჩიე არაფერი.

სტუდიაში ნივთის ბარათზე სტატუსი წერია: ჩაცმული, შენია, უფასო, ჯილდო ან ფასი. ფასიანი ნივთის მოზომვა შეიძლება, მაგრამ შესანახად ჯერ უნდა იყიდო.

სად ჩანს შენი ავატარი

  • შენს პროფილზე — სრული 3D პერსონაჟი ფონით;
  • მაგიდასთან, მეგობრების სიასა და ცხრილებში — შენი პერსონაჟის პორტრეტი (თუ პროფილის ფოტო არ ატვირთე);
  • მოგების შემდეგ შედეგების ფანჯარაში — შენი გამარჯვების ეფექტი. ის ფართო ეკრანზე ჩანს, თუ მოწყობილობაზე ანიმაციები შემცირებული არ არის.

ნარდის დაფის ჩართვა

1. გახსენი თამაშები → ნარდი.

2. ჩამოდი განყოფილებამდე სათამაშო დაფები.

3. შენს დაფაზე დააჭირე ჩართვა. ჩართულ დაფას აწერია ჩართულია.

დაფის სტილი შენს ყველა ნარდის პარტიაში გამოჩნდება, მხოლოდ შენს ეკრანზე — მეტოქე თავის არჩეულ დაფას ხედავს. კლასიკურ დაფაზე ნებისმიერ დროს დაბრუნდები. ამ ეტაპზე დაფის სტილები მხოლოდ ნარდს აქვს.

თუ ნივთს ვერ იცვამ

  • ეს ნივთი ჯერ შენი არ არის. — ჯერ უნდა იყიდო ან ჯილდოდ მიიღო;
  • ნივთს აწერია ჯილდო — ის შესაბამისი დონის მიღწევისას ავტომატურად გაიხსნება;
  • ნივთი სტუდიაში არ ჩანს — შესაძლოა, დროებით მიუწვდომელია (მაგალითად, აქსესუარები).